Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შენჟენის უნივერსიტეტის პროფესორის პიტერ ჰაჯდუს საჯარო ლექცია თემაზე „უნგრული ნაციონალური იდენტობა - დასავლური/აღმოსავლური, ევროპული/აზიური დილემები“

სიამოვნებით გაცნობებთ, რომ მომავალ კვირაში, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს, სამეცნიერო ვიზიტის ფარგლებში, ესტუმრება უნგრეთის შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციის (https://www.ailc-icla.org/member-and-supporting-associations/hungary/) პრეზიდენტი, უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურის ინსტიტუტის (http://www.iti.mta.hu/index-eng.html) მრჩეველი სამეცნიერო კვლევების მიმართულებით, ასევე, შენჟენის უნივერსიტეტის  (https://en.szu.edu.cn/) პროფესორი პიტერ ჰაჯდუ.

პროფესორი ჰაჯდუ შთამბეჭდავი სამეცნიერო ბიოგრაფიის მქონე ლიტერატურათმცოდნეა. ის დაინტერესებულია ლიტერატურის თეორიული და კომპარატივისტული კვლევებით, არის ასობით სამეცნიერო პუბლიკაციისა და არაერთი წიგნის ავტორი. მისი სტატიები დაბეჭდილია მაღალრეიტინგულ/რეფერირებად სამეცნიერო გამოცემებში. პროფესორ ჰაჯდუს სხვადასხვა ლიტერატურათმცოდნეობითი კურსის სწავლების ხანგრძლივი გამოცდილება აქვს არა მხოლოდ  ჩინურ, არამედ ევროპულ უნივერსიტეტებშიც, მათ შორისაა, შანხაის უნივერსიტეტი (შანხაი, ჩინეთი), მასარიკის უნივერსიტეტი
(ბრნო, ჩეხეთი), მიშკოლცის უნივერსიტეტი (მიშკოლცი, უნგრეთი) და სხვ. პროფესორი ჰაჯდუ, ამავე დროს არის არაერთი საპატიო ლიტერატურული პრემიისა თუ ჯილდოს მფლობელი. დამატებითი ინფორმაცია პროფესორის სამეცნიერო ბიოგრაფიისა და კვლევითი ინტერესების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://sfl.szu.edu.cn/info/1183/3969.htm.

პროფესორ ჰაჯდუს დიდი სურვილი აქვს, სამეცნიერო ვიზიტის ფარგლებში, შეხვდეს ქართველ კოლეგებს, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის წევრებსა და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებს. 

ის ქართული სამეცნიერო საზოგადოების, აგრეთვე ახალგაზრდა მეცნიერებისა და სტუდენტების, წინაშე წარადგენს თავის ახალ წიგნს: „თანამედროვე უნგრეთის კულტურა და კლასიკა“ (London: Bloomsbury):
https://www.bloomsbury.com/uk/modern-hungarian-culture-and-the-classics-
978135025812
საჯარო ლექციის თემაა: უნგრული ნაციონალური იდენტობა - დასავლური/აღმოსავლური, ევროპული/აზიური დილემები.

პროფესორ პიტერ ჰაჯდუსთან შეხვედრა გაიმართება ოთხშაბათს, 23 აპრილს, 15:00 საათზე.

გთხოვთ, დაესწროთ ღონისძიებას.